"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 7 აპრილს გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იყო. პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
მოსამართლემ შემდეგი ოთხი სხდომის თარიღებიც გამოაცხადა - 14 აპრილი, 28 აპრილი, 8 და 16 მაისი. ყველა პროცესი 13:00 საათზე არის ჩანიშნული.
პროკურატურა მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.