რუსეთის ქალაქ მურმანსკში უცნობმა პირმა ცხრასართულიანი შენობის სახურავიდან ცეცხლი გახსნა.
ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ, ტელეგრამ-არხებმა და სამართალდამცავმა უწყებებმა 30 მარტს, საღამოს გაავრცელეს; შემთხვევა დაახლოებით 22 საათაზე მოხდა. მსროლელი 1981 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა.
მურმანსკის ოლქის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კაცმა ცეცხლი გაუხსნა საპატრულო და დაცვის სამსახურის ეკიპაჟს.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსული სააგენტო TASS, საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მსროლელი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. SHOT Telegram-ის არხი განმარტავს, რომ თავდამსხმელი მოლაპარაკებას არ აწარმოებდა და სახლის სახურავის ცეცხლის წაკიდებას აპირებდა, რისთვისაც ბენზინი დაასხა.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცველის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის მუხლით აღიძრა.
თავდამსხმელს 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.