უკრაინის პრეზიდენტის ვილოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 29 მარტს ხარკოვზე მტრის „შაჰედების“ თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი, დაიღუპა კიდევ ორი ადამიანი.
„გუშინ ხარკოვზე სასტიკი თავდასხმა მოხდა, რუსულმა „შაჰედებმა“ საავადმყოფოს შენობაც კი დააზიანეს, ჩვეულებრივი სახლები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
მხოლოდ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, ყველამ მიიღო დახმარება. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკის თქმით, კვირას უკრაინა ისევ მოყვა რუსული დარტყმებისა და დაბომბვის ქვეშ.
„ჩერკასის რაიონი უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის ქვეშაა. ხერსონის რაიონი - არტილერია და უპილოტო დარტყმები ჩვეულებრივ შენობებზე, ხალხზე. დონეცკის რეგიონი - მართვადი ბომბები, დრონები, არტილერია.
ზაპოროჟიე - დრონები. დნიპროს რეგიონი - მართვადი საჰაერო ბომბები და დრონები. სუმის რეგიონი - ასევე, სამწუხაროდ, საჰაერო ბომბები და დრონები.
ხარკოვის რეგიონი - თავდასხმები მართვადი საჰაერო ბომბებით. რუსეთის თავდასხმების გეოგრაფია და სისასტიკე არა მხოლოდ ზოგჯერ, არამედ ყოველდღიურად, ყოველ ღამით გვიჩვენებს, თუ რამდენად არ აინტერესებს პუტინს დიპლომატია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.