ხარკოვის ოლქის კუპიანსკის ცენტრში რუსეთის იერიშის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებს.
„მტერი კუპიანსკის ცენტრს მართვადი საჰაერო ბომბით დაარტყა, აფეთქების შედეგად, რომელიც ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, 53 წლის ქალი დაშავდა.
შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს ხალხი“, - წერს სინეგუბოვი თავის ტელეგრამის არხზე, მოგვიანებით კი წერს, რომ დაშავებულია 61 წლის ქალი და 27 წლის კაცი.