2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი წერს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფის ქართული ლეგიონის მეთაური და ყველა იმ საომარი მოქმედებების მონაწილე, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული განხორციელდა საქართველოში რუსული ტერორისტული სახელმწიფოს მიერ, ჩემი და ქართული ლეგიონის მებრძოლების სახელით ვაცხადებ:
2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი და რუსული ინტერესების გატარება!“ - წერს მამულაშვილი.