სირიის ახალმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ ახალი გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბა.
ცერემონია დამასკოში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. "ახალი მთავრობის ფორმირება დღეს ახალი სახელმწიფოს აშენების ჩვენი ერთობლივი ნების გამოხატულებაა" - თქვა ალ-შარაამ მინისტრების ფიცის დადების პარალელურად პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლისას.
სირიის ახალ მთავრობას 22 მინისტრი, მათ შორის ერთი ქალი ეყოლება. ის ხანგრძლივი ოპოზიციური საქმიანობით ცნობილი, ქრისტიანი ქალმა და ასადის გამორჩეული კრიტიკოსი, ჰინდ კაბავატია, რომელმაც სოციალური საკითხებისა და შრომის მინისტრის პოსტი დაიკავა.
სირიის ახალ კაბინეტში თანამდებობები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს.
ახალი მთავრობის დამტკიცებით სირიაში ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო, რომლის მიზანი სტაბილურობის და მშვიდობის აღდგენაა.