შეერთებული შტატები შეშფოთებულია სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში შექმნილი არასტაბილურობის გამო. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, გამოვთქვით შეშფოთება, არ მოგვწონს მსგავსი არასტაბილურობის დანახვა რომელიმე ქვეყნის მმართველობაში, განსაკუთრებით, რომელიც ახლო მოკავშირეა“, – განუცხადა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს.
რუბიოს განცხადებით, მან შეშფოთება გამოხატა თურქეთში არსებული ვითარების შესახებ ფიდანთან შეხვედრის დროს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ში ვიზიტისას სახელმწიფო დეპარტამენტში მარკო რუბიოს შეხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხებზე სასაუბროდ გაიმართა.