"სალომე ზურაბიშვილს ერთხელ დავუდასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებისადმი" - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რინკევიჩმა ზურაბიშვილს რიგას სასახლეში უმასპინძლა:
"სასიამოვნოა რიგას სასახლეში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებისადმი." - წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.