საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ლატვიელ კოლეგას, ედგარს რინკევიჩს შეხხვდა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართება ლატვიის სეიმის სპიკერთან, სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან და საგარეო კომიტეტის წევრებთან.
სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ვიზიტს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებს, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმადგენლებთან.