საფრანგეთის საჰაერო ძალების Alpha Jet-ის ორი თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა. შემთხვევა 25 მარტს შუადღისას მოხდა.
კატასტროფა მოხდა აღმოსავლეთ საფრანგეთში, ქალაქ სენტ-დიზიეს მახლობლად.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სამსახურები და უზრუნველყოფილია კოორდინაცია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის.
მოგვიანებით, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავის ორმა პილოტმა და ერთ-ერთმა მგზავრმა კატაპულტირება შეძლეს.
მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ და სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.