ამერიკის შეერთებული შტატები მიუღებელ ზეწოლას ახორციელებს გრენლანდიაზე, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.
დანიის პრემიერი ეხმიანება მიმდინარე კვირაში აშშ-ის მაღალი დონის დელეგაციის ავტონომიურ ტერიტორიაზე დაგეგმილ ვიზიტს, რომელსაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა ვენსი უხელმძღვანელებს. ვიზიტი ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით გაგრძელდება, ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მდივანი კრის რაიტი.
"ცხადია, რომ ეს არ არის ვიზიტი იმის შესახებ, თუ რა სურს ან სჭირდება გრენლანდიას. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ეს ამ ვითარებაში მიუღებელი ზეწოლაა გრენლანდიასა და დანიაზე. ჩვენ ამ ზეწოლას წინააღმდეგობას გავუწევთ. პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. მას გრენლანდია სურს. შესაბამისად, ეს [ვიზიტი] სხვა ყველაფრისგან დამოუკიდებლად ვერ აღიქმება", - თქვა ფრედერიკსენმა.