ელისეს სასახლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს 26 მარტს ეწვევა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. იუწყება Le Monde
გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონი ზელენსკის უმასპინძლებს 26 მარტის საღამოს უსაფრთხოების სამიტის წინ, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, 27 მარტს.
„სახელმწიფოს მეთაური დაუდასტურებს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საფრანგეთი უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას და გაძლიერებას მთავარ პრიორიტეტად აქცევს“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
21 მარტს მაკრონმა განაცხადა, რომ ზელენსკის მონაწილეობით 27 მარტს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით "მსურველთა კოალიციის" სამიტი გაიმართება.
"მსურველთა კოალიცია", რომელიც საფუძველს ამზადებს მომავალი ომის შემდგომი მოგვარების უზრუნველსაყოფად, მარტის დასაწყისში ლონდონში შეიკრიბა.
მას შემდეგ კოალიციის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ფორმატში. კერძოდ, 15 მარტს სამხედრო ლიდერები შეხვდნენ ბრიტანეთში, რათა განეხილათ უკრაინაში საერთაშორისო ძალების განლაგების გეგმები.