შეხვედრაზე განიხილებოდა 31 მარტის საპროტესტო აქციებში პარტიების მონაწილეობის საკითხი. ძლიერმა კოორდინაციამ კიდევ უფრო ახალი იმპულსი უნდა შესძინოს საპროტესტო ტალღას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრა ეთმობოდა საგარეო მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს, რომელიც დაგეგმილი არის უკვე ხვალიდან. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სტრასბურგში, მათ შორის ბრიტანეთში. ამიტომ პარტიების პოზიციები ამ ვიზიტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო და დღევანდელი საკოორდინაციო შეხვედრა ამას დაეთმო. ამადროულად, შეხვედრაზე განიხილებოდა 31 მარტის საპროტესტო აქციებში პარტიების მონაწილეობის საკითხი. ვფიქრობ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა იყოს, რომ ვაჩვენოთ ძლიერი კოორდინაცია საზოგადოებას. ძლიერმა კოორდინაციამ კიდევ უფრო ახალი იმპულსი უნდა შესძინოს საპროტესტო ტალღას“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.