აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეხმიანება ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ [ISIS] ერთ-ერთი ლიდერის აბდულა მაკკი მუსლიჰ ალ-რიფაი, ["აბუ ხადიჯა"] ლიკვიდაციას.
„დღეს ერაყში, ISIS-ის გაქცეული ლიდერი გაანადგურეს, ჩვენი მამაცი სამხედროები მასზე დაუნდობლად ნადირობდნენ. მისი საცოდავი ცხოვრება ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობასთან კოორდინაციით დასრულდა ISIS-ის კიდევ ერთ წევრთან ერთად. "მშვიდობა ძალის მეშვეობით," - დაწერა ტრამპმა სიციალურ ქსელ Truth Social-ში.
აბუ ხადიჯა ერაყის სპეცსამსახურებისა და საერთაშორისო კოალიციის, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, ერთობლივი ოპერაციის დროს ერაყში მოკლეს.
”როგორც ISIS-ის ემირი და უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღები, აბუ ხადიჯა იყო პასუხისმგებელი ISIS-ის ოპერაციებზე, ლოჯისტიკასა და დაგეგმვაზე მთელს მსოფლიოში და ზედამხედველობდა დაჯგუფების გლობალურ ფინანსების დიდ ნაწილს,” - აღნიშნულია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის [CENTCOM] განცხადებაში.