ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ არ გაკვირვებია რუსეთის პოზიცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ, The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმა The News Agents-თან პოდკასტში ისაუბრა.
"არ მიკვირს, რომ რუსეთი ამ პოზიციას იკავებს, მათ ძალიან ცხადი გახადეს ეს, მათ ამას სინათლე რამდენჯერმე მოჰფინეს". - თქვა სტარმერმა.
როდესაც მას ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგ, სტარმერმა უპასუხა, რომ "პირველ რიგში, ფოკუსი უნდა შევინარჩუნოთ გრძელვადიან და დაცულ მშვიდობაზე უკრაინაში, რაც არის ის, რაც ყოველ ჩვენგანს სურს".
„უპირველეს ყოვლისა, შევინარჩუნოთ ყურადღება უკრაინაში გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობაზე, რაც ჩვენ, ყველას გვინდა. არ მიკვირს, რომ რუსეთი ამ პოზიციას იკავებს, მათ ძალიან ცხადი გახადეს ეს, მათ ამას სინათლე რამდენჯერმე მოჰფინეს. ვფიქრობ, სამშაბათს პროგრესი დავინახეთ. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზე გადავიდა და ზეწოლაც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს, ეს კარგია, რადგან რუსეთია აგრესორი ქვეყანა. რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც ადრე იყო გარიგებები და შეთანხმებები, არ ასრულებდა მათ. ჩვენ ვიცით, რომ პუტინს აქვს ამბიციები, რომლებიც თითქმის შეუნიღბავია“, – აცხადებს სტარმერი.