უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. მათ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეები შეუერთდნენ.
საზოგადოება ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე უკანონოდ დაკავებულები ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს.
თბილისის პარალელურად პროტესტია რეგიონებშიც. მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ახალციხეში, თელავში, ჩხოროწყუშო, ახმეტაში.
ფოტო" მთავარი