უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს მისი ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისთვის, რომელმაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და დაეხმარა ქვეყანას რუს აგრესორთან ბრძოლაში. მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა ამჟამადაც გრძელდება და კიევი იმედოვნებს, რომ მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს ეს მხარდაჭერა უკრაინაში არსებობს და ის გრძელდება“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
შმიჰალის თქმით, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ დისკუსიებთან დაკავშირებით, უკრაინა "აბსოლუტურად მშვიდად გააგრძელებს მუშაობას ყველა არსებული და ხელმისაწვდომი დიპლომატიური არხებით" აშშ-სთან, კონგრესთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რათა უკრაინამ და აშშ-მა გააგრძელონ ბრძოლა უკრაინაში სამართლიანი, გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობისთვის.
„დღეს უკრაინა აბსოლუტურად მტკიცედ არის განწყობილი გააგრძელოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა, როგორც მსოფლიო ლიდერის, ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის, რომელიც სამი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა, გაგრძელდება“, - განაცხადა შმიჰალი.