ესტონეთმა 55 ქართველ პროკურორს, პოლიციელს, მოსამართლეს, პარლამენტის წევრს და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
სიაში შედიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები, რომლებიც პასუხისმგებლებია არიან მომიტინგეების დარბევაზე.
"მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი 55 ქართველ პროკურორს, მოსამართლეს, პოლიციის თანამშრომელს, დეპუტატს და სხვას ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს.
ეს თანმიმდევრულად აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას კიდევ ერთხელ მიაღწიონ დემოკრატიულ საქართველოს", - წერს ცაჰკნა.