ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ხაიფაში ავტობუსის და მატარებლის სადგურებთან, გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ The Times of Israel პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
დაშავებულია სულ მცირე ხუთი ადამიანი, ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამი კი საშუალო სიმძიმისა დაშავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, ზოგს კი დანით.
თავდაპირველად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ორი თავდამსხმელი გაანეიტრალა.
მაგრამ შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მოკლა ტერორისტი და კიდევ ერთი ადამიანი, რომლის მონაწილეობა თავდასხმაში ჯერ არ დადასტურებულა.