საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრo კირ სტარმერი უკრაინაში ერთთვიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან.
ამის შესახებ მაკრონმა Le Figaro-თაბ ინტერვიუში განაცხადა.
ლონდონში თავდაცვისსამიტის შემდეგ, მაკრონმა თქვა, რომ ის და სტარმერი გამოდიან ინიციატივით ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
„უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღეს ფრონტის ხაზი პარიზი-ბუდაპეშტის ხაზის ტოლფასია. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ძალიან რთული იქნება იმის გადამოწმება, დაცულია თუ არა ეს ფრონტის ხაზი“, - განაცხადა მან.
მაკრონმა ასევე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ეტაპი, მშვიდობის უზრუნველსაყოფისთვის სახმელეთო ჯარების განლაგებით კი მოგვიანებით შედგება.
„უახლოეს კვირებში უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული ჯარები არ განლაგდებიან. სიმის კითხვა, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რათა ვცადოთ, მივაღწიოთ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას, მოლაპარაკებებით, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, და შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მოხდება ჯარების განლაგება“, – განაცხადა მაკრონმა
მაკრონი ასევე მიიჩნევს, რომ ევროპელებმა თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაზარდონ.
"ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსები ხარჯავენ თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს თავდაცვაზე. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, რომ დავსახოთ მიზნები მშპ-ს დაახლოებით 3%-ის ან 3.5%-ის ფარგლებში", - თქვა მან.
Le Parisien აღნიშნავს, რომ საფრანგეთი ამჟამად ხარჯავს თავისი რესურსების 2%-ს თავდაცვაზე, რითაც მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მეზობლებს.