აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შეშფოთება გამოთქვეს მოსკოვში დომოდოდოვოს აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.
"აღშფოთებული ვარ დომოდედოვოში მომხდარი ტერაქტით. მე მეუღლესთან, მიშელთან ერთად, გამოვხატავ დაზარალებულთა მხრდაჭერას და სოლიდარობას რუსი ხალხების მიმართ. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს", _ ნათქვამია პრეზიდენტ ობამას განცხადებაში.
გერმანიის კანცლერმა მერკელმა კი თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ მედვედევს, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი გამოხატავს ღრმა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით.
"გთხოვთ ჩემი თანაგრძნობა გადასცეთ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს. დაჭრილებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას", _ ნათქვამია მერკელის მიერ გაგზავნილ წერილში.