შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ახალი კანონპროექტისთვის „აპეტიტი არ აქვთ“.
ამის შესახებ ჯონსონმა კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენციაზე განაცხადა
შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ომის გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინის მხარდამჭერი ახალი კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, ჯონსონმა უპასუხა: „მისმინეთ, ამის აპეტიტი არ გვაქვს“.
შემდეგ ჯონსონი შეკითხვით კონფერენციაზე შეკრებილებს მიუბრუნდა, რომლებიც ერთხმად სკანდირებდნენ: "არა!"
ამასთან, რესპუბლიკელმა სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. მეტიც, მისი თქმით, ამის აუცილებლობა ევროპელ მოკავშირეებსაც ესმით.
„პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტურად მართალია, დროა დავასრულოთ ეს“,- თქვა ჯონსონმა და დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია ამის გაკეთება.