შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინაში ევროპელ სამხედროებთან ერთად, ჯარისკაცები მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ბრაზილიიდანაც უნდა განლაგდნენ . ამის შესახებ The Economist წერს.
გამოცემის თანახმად, შესაბამისი იბიციატივით ამერიკელი ოფიციალური პირები გამოვიდნენ.
The Economist-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ევროპელ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ მხოლოდ ევროპული სამშვიდობო ძალები ნაკლებად ეფექტური იქნება რუსეთის შემდგომი თავდასხმებისგან შეკავებისთვის.
კონკრეტულად ვის მიმართეს აღნიშნული შეთავაზებით ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა არ კონკრეტდება.
The Economist აღნიშნავს, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინაში უცხოური ჯარების ნებისმიერ განლაგებას, ამიტომ ტრამპს მოუწევს დაარწმუნოს პუტინი.