რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებებს, რომელმაც გააკრიტიკა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების გადადება.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რჩება „იმ დემოკრატიული ღირებულებების დამცველად, რომელსაც ევროპა იზიარებს შეერთებულ შტატებთან“.
"რუმინეთის ყველა სახელისუფლო ორგანო მოწოდებულია ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გააძლიეროს მოქალაქეების უფლებები და უზრუნველყოს ხმის თავისუფლება", - დაწერა მან X-ზე.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რომ გაოგნებულია ყოფილი ევროკომისრის განცხადებით, რომელიც მოხარული ჩანდა რუმინეთში არჩევნების გაუქმებით.
„როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები იმუქრებიან სხვების გაუქმებით, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ვინარჩუნებთ თუ არა ჩვენ შესაბამისად მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.