ჩრდილოკავკასიელების ცენტრალურ რუსეთში გადასახლებით საერთორეგიუნალური რესურს-ცენტრი უხელმძღვანელებს. გეგმაში სამხრეთ ფედერალური ოლქიდან 500 000 ადამიანის გადასახლებაა.
"ხლოპონინის პროგრამა" რომლის არსებობასაც ოფიციალური პირები უარყოფდნენ, მაინც არსებობს და მუშაობს. იმისათვის რომ კავკასია "განიტვირთოს" ადამიანებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ვე პოულობენ სამსახურს ამუშავდება პროგრამა გადაყვანისა და შესაბამისი ვაკანსიების ძებნისა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ამ დღეებში პიატიგორსკში - იქ სადაც სამხრეთ კავკასიიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლობა არსებობს საერთორეგიონალური რესურს-ცენტრი შეიქმნა. გეგმის მიხედვით, სწორედ ის მოაგროვებს მონაცემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაკანსიების შესახებ და ამ მონაცემებს რეგიონის რესპუბლიკებში გადააგზავნის.
20 იანვარს საერთორეგიონალური რესურს-ცენტრმა და ჩრდილო ოსეთის დასაქმების ცენტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ. უფრო ადრე ანალოგიური დოკუმენტი ხელმოწერილია ყაბარდო-ბალყარეთთან. დღეს, 24 იანვარს ამგვარი ხელშეკრლების გაფორმება ინგუშეთთან იგეგმება. საერთორეგიონალური რესურს-ცენტრის გრაფიკის მიხედვით ჩრდილო კავკასიის რეგიონის ყველა რესპუბლიკასთან ამგვარი შეთანხმება თვის ბოლომდე უნდა გაფორმდეს. ამის შემდეგ ეს ორგანო კონტაქტის დამყარებას რუსეთის რეგიონებთან გეგმავს, მაგრამ ეს კავკასიური სახელმწიფოები განიხილებიან მხოლოდ და მხოლოდ როგორც სამუშაო ძალის დონორები, ხოლო დანარჩენი რუსეთი არის ის ტერიტორია სადაც ისინი იმუშავებენ.
ადრე "სვობოდნაია პრესა" უკვე წერდა "ხლოპონინის პროგრამის" პირველ ნაბიჯებზე. მაშინ ეს პროექტი მხოლოდ რეგიონი-რეგიონს დონეზე არსებობდა და მაშინ გადასახლებულებს პენზის ოლქი იღებდა, ხოლო ხალხს დაღესტანში და ინგუშეთში აგროვებდნენ.
"მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლობას ამასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და ჩინოვნიკები მხოლოდ კონკრეტულ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს ატარებდნენ.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩრდილო კავკასია ძალიან ბევრია მოსახლეობის რაოდენობა და სწორედ აქედან გამომდინარეა იქ არსებული უმუშევრობის მაღალი დონე. მაგალითად ინგუშეთში დაუსაქმებელია მოსახლეობის 53 დან 57 % მდე , ხოლო პენზის ოლქში მუშახელის ნაკლებობაა, განსაკუთრებით სოფლად", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ - შრომითი მიგრანტებისათვის დახმარების გასაწევად სერიოზული თანხებია გამოყოფილი, როგორც "მშობლიურ" რეგიონში იმ "სასტუმრო" რეგიონში. უპირველეს ყოვლისა თითოეულ მონაწილეს ხელზე აძლევენ დაახლოებით 60 ათას რუბლს - ეს სამი თვის საფასურია, რის შემდეგაც ადამიანს შეუძლია სახლში დაბრუნდეს იმისათვის, რომ ხელმეორედ (მესამედ და მეოთხედ) მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში.
"ამასთან ერთად, პენზის ოლქის ბიუჯეტმა უკვე გამოყო 40 მილიონი რუბლი (10-10 მილიონი "მიმღები-რაიონისათვის") საცხოვრებლის გამოსყიდვისათვის. თუკი ხელისუფლება გეგმავს, რომ წლიური ნაკადი იქნება დაახლოებით 150 ადამიანი, მაშინ გამოდის, რომ თითოეულზე დაიხარჯება კიდევ დაახლოების 270 ათასი რუბლი, ჯამში კი ეს ერთ შრომით მიგრანტზე 330 ათასი რუბლი გამოდის", _ იუწყება რუსული მედია.
გასაგებია, რომ შემქმნელები ამ თანხის ნაწილის კვლავ დაბრუნებას ვარაუდობენ - გამოსყიდული საცხოვრებელი მრავალჯერადად იქნება გამოყენებული, ხოლო იჯარას მიგრანტი თავისი ავანსიდან და მომავალში გამომუშავებული თანხიდან გადაიხდის.
მანამ ვიდე ამ "პროგრამით" დაკავებული იყვნენ კონკრეტული რეგიონები საქმე არც თუ ისე კარგად მიდიოდა წინ - დიახ, ათობით და ასობით ადამიანი პოულობდა სამსახურს, მაგრამ მრავალი იმედგაცრუებული ბრუნდებოდა - ან ადგილზე არ ხვდებოდათ დაპირებული პირობები ან მათ დამსაქმებელი ატყუებდა.
დსთ-ს ქვეყნების კავკასიის განყოფილების გამგე მიხეილ ალექსანდროვი მიიჩნევს, რომ "ხლოპონინის პროგრამა" ყველასათვის ზიანის მომტანი იქნება და პირველ რიგში - მიმღები რეგიონებისათვის, რომლებსაც უახლოეს მომავალში კავკასიიდან ნახევარი მილიონი სტუმრის მიღება მოუწევთ.
"ხლოპონინი უბრალოდ ცდილობს თავისი პრობლემები სხვას გადააბაროს. კავკასიას იგი ჭარბმოსახლეობის პრობლემას უხსნის და მას სხვა რეგიონებზე, ოლქებზე, სხვა ადამიანებზე, ფაქტობრივად რუს ხალხზე ამისამართებს.
შრომით მიგრაციაში ზოგადად ცუდი არაფერი არ არის, იმ შემთხვევაში თუკი საუბარი მიდის კვალიფიციური სპეციალისტების ინდივიდუალურ მიგრაციაზე. ხოლო თუკი გადასახლება ტომებით მიდის მაშინ კარგი არაფერი არ გამოვა. არადა რამდენადაც ვიცი გადასახლება სწორედ ტომებით იგეგმება და ამისაგან კარგი არაფერი გამოვა.
გაჩნდება ანკლავები, რომლებიც თანდათან ბანდიტურებად გადაიქცევა. გადასახლებულებმა მუშაობაც რომ დაიწყონ, მათ მაინც ეყოლებათ ახალგაზრდობა, რომელიც არ დაიწყებს საზოგადოებაში ინტეგრირებას და ისინი ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტში იქნებიან, ეს ცხადია. მეტიც, ხლოპონინი რუსულ რეგიონებში ნელი მოქმედების ბომბებს დებს", _ აცხადებს მიხეილ ალექსანდროვი და დასძენს, რომ ჯერ კიდევ არავინ იცის, თუ რა ელის ჩრდილოკავკასიას ათი-ოცი წლის შემდეგ. ამავე დროს არსებობს მოსაზრება, რომ იგეგმება სამი რესპუბლიკის - ჩეჩნეთის, დაღესტნისა და ინგუშეთის გამოყოფა და ამ თვალსაზრისს რუსეთის მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი იზიარებს.
"გამოდის, რომ იქიდან ხალხი გამოყავთ, შემდეგ მოხდება გამოყოფა ჩვენთან რომ ხელისუფლება შეიცვლება, არადა ადრე თუ გვიან იგი შეიცვლება. ეს გადასახლება კი ერთი და ორი წლით არ ხდება. ასე რომ იდება ნაღმები. რა, არ გვეყო ბოლშევიკური ნაცპოლიტიკის შედეგები, რომელთა შედეგად რუსეთის შიგნით ანკლავები შეიქმნა და რუსული ტერიტორიები ნაციონალურ რესპუბლიკებს მისცეს. შედეგად ჩვენ მივიღეთ 25 მილიონი რუსი სხვა სახელმწიფოში", _ აცხადებს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები