12 თებერვალს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამის ზელენსკის პრესსპიკერის სერჰიი ნიკიფოროვის ინფორმაციით, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
ამის შემდეგ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა ტრამპთან.
„მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენი სურვილის შესახებ ვიმუშაოთ ერთად გუნდების დონეზე. ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ დრონების და სხვა თანამედროვე წარმოების შესახებ. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის ინტერესისთვის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად.
განვიხილეთ ჩვენი საუბარი სკოტ ბესენტთან და ჩვენი ახალი შეთანხმების მომზადება უსაფრთხოებისა და ეკონომიკური და რესურსებით თანამშრომლობის შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან საუბრის დეტალები მომიწოდა“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამ-არხზე.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა ამერიკასთან ერთად განსაზღვრავს ერთობლივ ნაბიჯებს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიებს.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social -ში განაცხადა, რომ მისმა საუბარმა ზელენსკისთან "ძალიან კარგად ჩაიარა".
„ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა თემები, მაგრამ პირველ რიგში შეხვედრა, რომელიც პარასკევს გაიმართება მიუნხენში, სადაც დელეგაციას უხელმძღვანელებენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შედეგები დადებითი იქნება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.