დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს პარალმენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა "მთავრობის მხრიდან გრძელდება საჯარო ინფორმაციის დამალვის ეპოპეა და აუცილებელია ეს სამთავრობო ავაზაკობა დასრულდეს".
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, იგი ოქტომბრის შემდეგ ორი თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს საჯარო ინფორმაციას ფინანსთა, ეკონომიკის და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებისაგან. როგორც მან აღნიშნა, მიოთხოვს საჯარო ინფრომაციას სამ საკითხთან დაკავშირებით. ეს საკითხებია საპრეზიდენტო ფონდის ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაცია, იმ ქონების ჩამონათვალს თავისი ღირსებულებებით, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით იქნა გასხვისებული ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე და ითხოვს თბილისსა და მის შემოგარენში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების შესახებ ინფორმაციას თუ კონკრეტულად სად არის ეს ჩასახლებები და თითოეულ ადგილას რამდენი ადამიანი ცხოვრობს.
ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ იგი დღეს საგანგებო წერილით კიდევ ერთხელ მიმართავს პრემიერ-მინისტრს ბოლო გაფრთხილებით, რომ ნუ არღვევს მის უფლებამოსილებას და ნუ უშლის სადეპუტატო მუშაობის განხოცრიელებაში ხელს და მთავრობის წევრებს დაავალოს მისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება.
თუკი პრემიერ-მინისტრი მის თხოვნას არ გაითალისწინებს, ცაგარეიშვილი აღნიშნავს რომ იგი იძულებული იქნება მიმართოს სასამართლოს სარჩელით მთვრობის წინააღმდეგ.
ცაგარეიშვილი აღნიშნავს, სარჩელი, რომელიც ადმინისტრაციულ კოლეგიაში შევა მომზადებული იქნება სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებსაც მთავრობასთან იგივე პრეტენზიები გააჩნიათ და ასევე მოძრაობა "დაიცავი საქრთველოსთან" ერთად.
ცაგარეიშვილის თქმით, სარჩელის შრტანამდე იგი პარალმენტში მოიწვევს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კოროუსუს წარმომადგენლებს და მოითხოვს ფინანსთა ეკონომიკის და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დაბარებას, რათ ამათი თანდასწრებით მოისმინოს ამ მინისტრებისგან ინფორმაცია თუ რატომ უმალავენ საჯარო ინფორმაციას დეპუტატს.
"მათი საქციელი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არა თუ რიგითი მოქალაქის უფლებები არ არის დაცული, არამედ დეპუტატისაც კი. ამიტომ მივმართავ ასეთ უპრეცენდენტო მეთოდს რომ დეპუტატმა მთავორბის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი", - აცხადებს ცაგარეიშვილი