მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის ლოგო რა ფერი იქნება, „ნაცი“ „ნაცობას“ ვერ მოიშლის, სალომე ზურაბიშვილიც ერთ-ერთი „ნაცია“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორდულაძის თქმით, „ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს ქვეყანაში მრავალპარტიულობაა“.
„პატრონებმა „ნაცმოძრაობა“ დაყვეს – ძველ „ნაცებად“, „ახლებად“, „ლელოდ“ და მოღალატე გახარიას პარტიად. ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ამ ოთხ პარტიას განსხვავებული მიზნები აქვს, თუმცა ერთნი არიან. ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებას შეასაღონ, თითქოს ქვეყანაში მრავალპარტიულობაა. ზუსტად იგივე გააკეთეს 2003 წელს, როცა ე.წ. კოალიციით, რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ და ზუსტად წელიწად-ნახევარში მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ დარჩა. შემდეგ გვახსოვს, ქვეყანაში რა დაატრიალეს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვისაც იგივე მცდელობა იყო, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი არ გამოსდით და საუბარი დაიწყეს გაერთიანებაზე, თუმცა „ნაცი“ თავის „ნაცობას“ ვერ მოიშლის, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის ლოგო რა ფერი იქნება. „ნაცს“ გონებაში რომ კარგი არაფერი უდევს, ეს არახალია. სალომე ზურაბიშვილიც ერთ-ერთი „ნაცია““, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.