საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას ესწრებიან როგორც ტელევიზიების, ისე ონლაინ და რეგიონული მედიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზეა „ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძეც.
„ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ მზიას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე. ის უკვე 31-ე დღეა, შიმშილობს. მისი სასიცოცხლო პარამეტრები კონტროლდება ხელოვნურად, ექიმების დახმარებით. დიდი მადლობა ექიმებს. ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს. თუმცა, სალომე ზურაბიშვილთან მხოლოდ ჩვენი გამოწვევებით არ ვართ მოსული – ვიცი, რომ ტელევიზიებს აქვთ ძალიან სერიოზული გამოწვევები და მინდა, რომ ამაზეც ვისაუბროთ.
რომ არა მედიის სოლიდარობა, ვერც მზია ამაღლობელზე გაიგებდა ვერავინ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ”. – თქვა ეთერ თურაძემ.