აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „არსებითად დათანხმდა“ დახმარების სანაცვლოდ აშშ-ს მის ტერიტორიაზე არსებული ძვირფასი წიაღისეულის წვდომაზე.
ის იმედს ამყარებს ასეთ შეთანხმებაზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ომისა და შესაძლო მოლაპარაკებების შემდგომ. იუწყება The New York Post
„მე ვუთხარი, რომ მსურდა დაახლოებით 500 მილიარდი დოლარის შესაბამისი იშვიათი წიაღისეულის სახით და ისინი პრინციპში ამაზე დათანხმდნენ... მათ აქვთ უაღრესად ღირებული მიწა იშვიათი წიაღისეულის, ნავთობისა დაგაზის თვალსაზრისით.
მე მინდა გარკვეული გარანტიები, რადგან ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უკრაინაში.
შეიძლება შეთანხმდნენ, ან ვერ შეთანხმდნენ. შეიძლება ოდესღაც რუსები გახდნენ, ან არ გახდნენ.
მაგრამ ჩვენ გვექნება ეს სახსრები უკრაინაში და, ასე ვთქვათ, მე მინდა მისი დაბრუნება“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა დასძინა, რომ უკრაინის უსასყიდლოდ დახმარების გაგრძელება „სისულელედ“ მიიჩნია.