ეკონომისტი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით ამერიკის სამხრეთ კაროლინის შტატში იმყოფება.
მისივე ცნობით, კონგრესმენ უილსონთან შეხვედრა უკვე გამართა, რომელზეც განიხილეს კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები და მოვლენები, რუსეთ-უკრაინის ომი, სირიის ახალი სტრატეგიული კავშირები და კავკასიის რეგიონში საქართველოს გეოპოლიტიკური გამოწვევები.
„ძალიან საინტერესო პროცესები განვითარდება საქართველოში.
მიმდინარეობს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვა და გადახალისება.
ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს როლი იქნება მნიშვნელოვანი სატრანზიტო კუთხით“, - წერს ოთო აბესაძე.