შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დააწესა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.
ტარიფები სეეხეო ყველა ქვეყანას, მათ შორის მათ შორის, რომლებიც ადრე სარგებლობდნენ კვოტებით. იუწყება Reuters. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს გამონაკლისს ავსტრალიისთვის, რადგან მას სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში პიტერ ნავარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტარიფების გაზრდა აშშ-ის ფოლადისა და ალუმინის მრეწველობას დაეხმარება და გააძლიერებს ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.
"ეს არ ეხება მხოლოდ ვაჭრობას. ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ ამერიკა არასოდეს უნდა დაეყრდნოს უცხო ქვეყნებს კრიტიკულ ინდუსტრიებში, როგორიცაა ფოლადი და ალუმინი", - თქვა მან.
ახალი ტარიფები 4 მარტიდან ამოქმედდება.