საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ვარკეთილაირის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების შესახებ იმსჯელა. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილის შეძენა და მთლიანი აქტივის - გაზგამანაწილებელი ქსელისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის საკუთრებაში გადატანა.
შპს „ვარკეთილაირის“ 18 200 აბონენტს შპს „თბილისი ენერჯი“ უწევს მომსახურებას. აღნიშნულ აბონენტებზე ვრცელდება შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი ტარიფები (53,971 თეთრი/კუბ.მ) ნაცვლად შპს „ვარკეთილაირისთვის“ დადგენილი ტარიფისა (57,061 თეთრი/კუბ.მ).
შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებდა ვარკეთილისა და პატარა ლილოს დასახლებებში.