„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულებს, გიგი უგულავას და კიდევ 7 პირს საპატიმრო გირაო სხვადასხვა ოდენობით შეეფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუტუბიძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ.
მოსამართლე დავით კურტანიძემ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან და მათ მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
ფოტო: პუბლიკა