სასამართლომ აქტივისტი, ისაკო დევიძე 3 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე პირველ თებერვალს ადმინისტრაციული წესით დააკავა. დაკავების დროს საპოლიციო ძალები დევიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე რეჟიმის პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ დევიძის სახლიდან წაიღო თანხა, რომელიც დევიძის დედამ ოპერაციისთვის რამდენიმე დღის წინ გამოიტანა სესხად.