აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში სავარაუდოდ, 19 ოქტომბერს ჩამოვა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიაწოდა.
მისივე განმარტებით, ვერშბოუსა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრების მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხი და ამ მიმართულებით აშშ-საქართველოს თანამშრომლობა იქნება.
აღსანიშნავია, რომ ვერშბოუს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით დღესვე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა ჯონ ბასმა.
მისი განმარტებით, ალექსანდრ ვერშბოუს საქართველოში ვიზიტის პროგრამა "დატვირთული იქნება".
"აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტის პროგრამა დატვირთულია, თუმცა დეტალებზე პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე ვერ ვისაუბრებ", - განუცხადა ბასმა ჟურნალისტებს.