საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტროი მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს.
"უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საჭირო კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დატოვებენ მას კლინიკაში" - წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
მზია ამაღლობელი 24-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს.