გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 1 პირი დაიღუპა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, რამდენიმე პირი სუფრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ბიჭი დაიჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე 1 პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და 236-ე - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.