აგენტების კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი და დავით კოლდარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 4 წელი და 2,3 წელი მიუსაჯა.
გიორგი კუჭუაშვილს პოლიციელზე თავდასხმას [353-ე 1 პრიმა მუხლი] ედავებოდნენ. ის 12 მაისს დააკავეს და სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობდა.
პროკურატურის მტკიცებით, კუჭუაშვილმა რობოკოპს ბოთლი ესროლა. თავად ბრალდებული მუხლს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბოთლი ისროლა, თუმცა არა პოლიციის მიმართულებით.
დამნაშავედ ცნეს და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დავით კოლდირს, რომელიც ასევე აგენტების კანონის აქციებზე დააკავეს და პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.