მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა., რომ როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, უცხოური მთავრობების წარმომადგენლებმა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მიღება მოსღოვეს.
როგორც კი ომი [რუსეთ-უკრაინის] დაიწყო უცხოური მთავრობების წარმომადგენლებმა მოგვთხოვეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა მიგვეღო. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს მოხალისეების გაგზავნა, ასევე, უნდა მივერთებოდით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაგვეგზავნა იარაღი, რამდენადაც ეს სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს. ვინაიდან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, სულ ბოლოს – 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ატომურ სახელმწიფოსთან, ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ნატო-სი, ომში მონაწილეობა ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პირველ რიგში, ეს შეეხო კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატ ტრიოს შორის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი საშინაო დავალება საქართველომ ყველაზე კარგად შეასრულა, თუმცა სტატუსი პირველ ჯერზე ვერ მიიღო, რაც გაუგებარი იყო.
„ამ შემთხვევების შემდეგ მე, სხვა დეპუტატებთან ერთად, დავაფუძნე დამოუკიდებელი ჯგუფი სახელად „ხალხის ძალა”. ჩვენი მიზანი იყო ამ ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის გულწრფელად ინფორმირება. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა მთავარი კითხვაა, რა დაემართებოდა საქართველოს, მოთხოვნას რომ დავყოლოდით? ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც, უამრავი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას. ჩვენი ნაბიჯი იყო გაბედული. ეს ნიშნავს საქართველოს გადარჩენას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიო სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.