გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი PACE-ის მიერ საქართველოზე დღეს მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მკაფიო გზავნილს უგზავნის საქართველოში მმართველ რეჟიმს: შეწყვიტეთ დემოკრატიის ჩამოშლა!
ავტორიტარიზმისკენ გზა უნდა შეწყდეს! თქვენ საქართველოს იზოლირება მოახდინეთ!
თქვენ იგივე ლიგაში თამაშობთ, სადაც რუსეთი და აზერბაიჯანი.
რა სირცხვილია! თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები გარდაუვალია!” - წერს როთი.
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.