საქართველოში ევროკავშირის ელჩმაპაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნეტგაზეთისა" და ბათუმელების" დამფუძნებელი კრიმინალური ბრალდებით იმყოფება ციხეში, მაშინ, როცა არავის დაუკავებია ნიღბიანი კაცები, რომლებიც ქალებს პირდაპირ ეთერში სცემდნენ:
„ჩვენ უკვე ვესაუბრეთ წევრ სახელმწიფოებს სანქციების წარდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, დაშინებაზე და მიმდინარე დარღვევებზე კანონების კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალის დისკრიმინაციული გამოყენება, გვაქვს სასამართლოს სისტემის ნდობის ეროზია, შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, უკვე 16 დღეა, წინა პატიმრობაში იმყოფება კრიმინალური ბრალდებით, შუახნის ასაკის ქალი, რომელსაც ბრალს დებენ პოლიციელზე თავდასხმაში. ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზორში სასტიკი ცემა, როცა ქალებს ნიღბიანი კაცები სცემდნენ და არავინ დაუკავებიათ. ეს არის უპრეცედენტო, ამიტომაც, წევრ სახელმწიფოებს შორის საუბარი სანქციებზე გაგრძელდება"- თქვა ელჩმა.