მოსამართლე ნინო თარაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, შეუცვლიდა თუ არა აღკვეთის ღონიძიებას.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
გამოძიების მტკიცებით, 29 ნოემბერს მინდაძემ პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის გამოც პოლიციელმა, მათივე თქმით, დაზიანება მიიღო.