გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის მეტროს ტერიტორიიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, პოლიციამ გაიტაცა. ახალგაზრდები მანქანებში იმ დროს ჩასვეს, როცა ისინი აქციიდან მიდიოდნენ.
ერთ-ერთ მანქანას, არაქართული სანომრე ნიშანი აქვს.
"მეგობრებო, გაიტაცეს რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია უცნობმა პირებმა მეტრო რუსთაველიდან, ჩატენეს მანქანაში, გამოვიძახეთ პოლიცია, მხოლოდ რეაგირების ოქმი შეავსეს.
თვითმხილველებმა დაინახეს მანქანის ნომრები: QQ734KQ, GM032MM, M040717
დაგვეხმარეთ მოძებნაში," - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.