ხვალ, 22 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ფეხბურთის ფედერაციის XIX საარჩევნო ყრილობა ჩატარდება. ყრილობაზე აირჩევენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. პრეზიდენტობაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი, ზვიად სიჭინავა იყრის.
XIX საარჩევნო ყრილობის დელეგატთა სია შემდეგი წევრებისგან შედგება:
გიორგი არევაძე (ს. კ. ბოლნისის "სიონი"), გიორგი აღდგომელაძე (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია), თეიმურაზ ბარქაია (ს.კ. ფოთის "კოლხეთი"), რუსლან ბაქრაძე (ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა), შოთა ბაქრაძე (ეზოს ფეხბურთის ასოციაცია), აკაკი ბირბიჩაძე (საფეხბურთო სკოლების ასოციაცია), ჯემალ გოგია (სამეგრელო-ზემოსვანეთის რფფ), გიორგი დარჯანია (ფუტსალის ასოციაცია), მერაბ დგებუაძე (აფხაზეთის ა/რ ფეხბურთის ფედერაცია), ავთანდილ თადუმაძე (ს. კ. "სამტრედია"), ვახტანგ თამაზაშვილი (თბილისის ფეხბურთის ფედერაცია), თამაზ თევდორაძე (პროფესიული ფეხბურთის ლიგა), გიორგი კიკაჩეიშვილი (იმერეთის რფფ), ილია კოკაია (ს. კ. "ზესტაფონი"), თამაზ კოსალაშვილი (ს. კ. რუსთავის "ოლიმპი"), სერგო კოტრიკაძე (ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი), გელა მაისურაძე (სამცხე-ჯავახეთი რფფ), ირაკლი ნაკაიძე ("ბიჩ-სოკერის" ასოციაცია), რევაზ პერტაია (ს. კ. ზუგდიდის "მგლები"), ვაჟა ჟვანია (ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი), ალექსანდრე რევაზიშვილი (შიდა ქართლის რფფ), დავით სამუშია (ს. კ. თბილისის "ვიტ ჯორჯია"), დიმიტრი სანაკოევი (ს. კ. ცხინვალის "სპარტაკი"), ნინო სორდია (ქალთა ფეხბურთის ასოციაცია), თენგიზ ტურძელაძე (მცხეთა-მთიანეთის რფფ), რომან ფიფია (ს. კ. თბილისის "დინამო"), ლევან ფხაკაძე (ს. კ. ქუთაისის "ტორპედო"), ლევან ქორიძე (აჭარის ა/რ ფეხბურთის ფედერაცია), ავთანდილ შალამბერიძე (მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი), ერმილე ჩიტალაძე (რაჭა-ლეჩხუმ-ქვემოსვანეთის რფფ), კარლო ჩხაიძე (ქვემო ქართლის რფფ), ხარიტონ ჩხატარაშვილი (გურიის რფფ), გიორგი ცინცაძე (კახეთის რფფ).
ზვიად სიჭინავა მომავალ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატატ, ფეხბურთის ფედერაციის შემდეგმა სუბიექტებმა წარადგინეს: ს. კ. თბილისის "ვიტ ჯორჯია", 2. სამეგრელო-ზემოსვანეთის ფეხბურთის ფედერაცია, 3. ს. კ. ზუგდიდის "მგლები", 4. შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, 5. იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, 6. კახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, 7. გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, 8. ქალთა ფეხბურთის ფედერაცია, 9. მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, 10. ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი, 11. ეზოს ფეხბურთის ასოციაცია, 12. "ბიჩ სოკერის" ფეხბურთის ასოციაცია, 13. საფეხბურთო სკოლების ასოციაცია, 14. ს. კ. ქუთაისის "ტორპედო", 15. ფეხბურთის მუშაკთა პროფესიული კავშირი, 16. საქართველოს მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კავშირი, 17. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, 18. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია, 19. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემოსვანეთის რეგიონალური ფედერაცია, 20. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია.