რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ კიშინიოვის „ანტირუსული პოლიტიკის“ გამო მოლდოვა, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდეს ან არსებობა შეწყვიტოს.
პატრუშევმა განაცხადა, რომ მოლდოვაში ენერგეტიკული კრიზისზე პასუხისმგებლობა ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება.
მან კიშინიოვს მოუწოდა „არ მოიტყუონ თავი და არ მოატყუონ ხალხი“, არამედ "აღიარონ შეცდომები და გამოასწორონ სიტუაცია".
„არ გამოვრიცხავ, რომ კიშინიოვის აგრესიული ანტირუსული პოლიტიკის შედეგად მოლდოვა ან სხვა სახელმწიფოს ნაწილი გახდეს, ან საერთოდ შეწყვიტოს არსებობა“, - განაცხადა პატრუშევმა.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პატრუშევიას განცხადება დაგმო
„მსგავსი განცხადებები არის მიუღებელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში და მიმართულია რეგიონის დესტაბილიზაციისკენ.
მოლდოვოს რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თანმიმდევრულად მიჰყვება დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას თავისი მოქალაქეების ნების შესაბამისად“, - აღნიშნიშნულია მოლდოვის საგარეო უწყებაში.