აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზაში მყოფი მძევლები მის ინაუგურაციამდე, ანუ 20 იანვრამდე თუ არ გათავისუფლდებიან, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დატრიალდება.
„თუ ეს მძევლები არ დაბრუნდებიან, ჯოჯოხეთი დაიწყება. მე არ მსურს მოლაპარაკებებში ჩარევა, მაგრამ თუ ისინი [მძევლები] არ გათავისუფლდებიან ჩემი თანამდებობის დაკავებამდე, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დატრიალდება. ეს იქნება ცუდი ჰამასისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ცუდი ყველასთვის“, - თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, მძევლების ასეთი მდგომარეობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის თავდასხმის შედეგია, რომელიც მისი თქმით, „არასდროს არ უნდა მომხდარიყო“. ტრამპი მიიჩნევს, რომ მძევლები დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინათ.