ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხომალდები ბალტიის ზღვაში კრიტიკურ წყალქვეშა ობიექტებს დაიცავენ. იტყობინება ფინური საზოგადოებრივი სამაუწყებლო კორპორაცია Yle.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია კვირის ბოლოს დაიწყება და აპრილამდე გაგრძელდება. მასში ჩართული იქნება ათამდე ხომალდი.
ფინეთის ყურეში უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, ფინეთის და ესტონეთის ძალები განახორციელებენ. ბალტიის ზღვაში ენერგეტიკულ და IT კაბელების დაცვას მორიგეობით უზრუნველყოფენ ნატო-ს სხვა ქვეყნების ხომალდები.
გასული წლის ბოლოს, ალიანსის გენერალურმა დირექტორმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნატო გაზრდის სამხედრო ყოფნას ბალტიის ზღვაში.
შეგახსენებთ, ფინეთმა დააკავა ხომალდი, რომელიც ეჭვმიტანილია ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების Eslink 2-ის დაზიანებაში 2024 წლის 25 დეკემბერს ფინეთის სანაპირო დაცვამ დააკავა კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Eagle S. ჰელსინკი ეჭვობს, რომ ხომალდმა ფინეთსა და ესტონეთს შორის კაბელი ღუზით დააზიანა.
ჰელსინკი და ტალინი იტყობინებიან, რომ ტანკერი Eagle S რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მონაწილეობს რუსეთის ნავთობის გაყიდვაში, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.
მანამდე, 17 ნოემბერს დაზიანდა ლიეტუვასა და შვედეთს შორის გამავალი წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელი. მეორე დღეს დაზიანდა ფინეთსა და გერმანიას შორის დამაკავშირებელი კაბელი.