გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ თურქეთიდან, იორდანიიდან და ლიბანიდან სამშობლოში 115 ათასზე მეტი სირიელი დაბრუნდა.
არსებული მონაცემებით, იმიგრაციისა და საზღვრის კონტროლის სტატისტიკა აჩვენებს განსხვავებულ ტენდენციებს მიმღებ ქვეყნებში.
თურქეთიდან სირიაში 35 113 ადამიანი დაბრუნდა, ხოლო იორდანიიდან 22 ათასზე მეტი, მათ შორის 3 100 რეგისტრირებული ლტოლვილი. ამასთან, იორდანიიდა ნ უფრო მეტი ქალი და ბავშვი დაბრუნდა, ვიდრე კაცი.
„ზოგიერთმა გამოკითხულმა ოჯახმა განაცხადა, რომ ოჯახის უფროსი იორდანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩა, რათა ფული ეშოვათ სირიაში ოჯახის რეინტეგრაციის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
ამასთან, შიდა გადაადგილების მასშტაბები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
დაახლოებით 664,000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, ძირითადად იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში. მათგან 75% ქალი და ბავშვია. ამავდროულად, თითქმის 486 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი დაბრუნდა სამშობლოში, ძირითადად ჰამასა და ალეპოში.
თუმცა, დაუცველობა დაშეიარაღებული შეტაკებები კვლავ აფერხებს ბევრი იძულებით გადაადგილებული პირის სახლში დაბრუნებას.
ლიბანში სირიელების რაოდენობა, რომლებიც კვეთენ საზღვარს, მცირეა, თუმცა მუდმივი.
ხშირად სირიაში სიტუაციის შესაფასებლად მცირე ხნითაც ჩადიან.
ანალოგიურად, ერაყის ქურთისტანში ადამიანები კვეთენ საზღვარს ძირითადად ნათესავების მოსანახულებლად ან ტრანზიტის მიზნით.
ეგვიპტეში უფრო მეტი სირიელი ლტოლვილი საიმიგრაციო საქმეების დახურვისთვის შესაბამის სამსახურებს განცხადებით მიმართავს.