აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა, თეთრ სახლში ნარკოტიკებს არ მოიხმარდა.
„სინამდვილეში არ ვიცი. არა მგონია. იმედი მაქვს, რომ არა“, - უპასუხა ტრამპმაამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.
„მისმინეთ, მე მას [მასკს] წარმატებებს ვუსურვებ. როგორც იცით, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. და მე უბრალოდ წარმატებებს ვუსურვებ“, - დასძინა ტრამპმა.
მანამდე, The New York Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასკი ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ნარკოტიკებს მოიხმარდა.
ამერიკის ლიდერს ასევე ჰკითხეს, შესწრებია თუ არა მასკსა და აშშ-ის სახაზინო მდივან სკოტ ბესენტს შორის დაპირისპირებას.
„არა, მე ეს არ მინახავს. მას [მასკს] კამათი ჰქონდა. თუმცა, მე ფიზიკური ძალადობის არანაირი შემთხვევა არ მინახავს“, - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას.
შეგახენებთ, The Washington Post -ის ცნობით, ილონ მასკი, და სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აპრილში, თეთრ სახლში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.